ფეხბურთი

0:15 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაქო: "მადლობა ბიჭებო, საოცრებები ხართ" (+VIDEO)

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სოციალურ ქსელში „სასუოლოსთან“ მატჩიდან მომენტის ვიდეო გამოაქვეყნა და თავისი შეგირდები შეაქო.

„მადლობა ბიჭებო, თქვენ საოცრებები ხართ“, - დაწერა იტალიელმა სპეციალისტმა ვიდეოზე.

ვიდეოში კი ჩანს, რომ ნეაპოლიტანელებმა კუთხური ცუდად გაათამაშეს და „სასუოლო“ კონტრშეტევაზე წავიდა, მაგრამ „ნაპოლიმ“ მთელი გუნდით უკან დაიხია და კონტრშეტევა მათ ძალიან სწრაფად, უპრობლემოდ ჩაშალეს. სწორედ ამ ფაქტითაა აღფრთოვანებული სპალეტი.

ამ ეპიზოდზე მანამდე ლუჩანომ „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და თქვა: „სასუოლოსთან“ ისეთი რამ ვნახე, რაც ფეხბურთში 25 წლის განმავლობაში არ მქონდა ნანახი - კუთხურის დროს ბურთი დავკარგეთ და ჩვენი 10 მანიაკი ფეხბურთელი დაცვაში ბრუნდებოდა, რომ გოლი არ გაგვეშვა. დიდი ჰარმონიაა, ყველა ფეხბურთელი თავის თანაგუნდელს ეხმარება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109906