ფეხბურთი

22:55 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Goal-ის ვერსიით "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიაში კვარაცხელია ისევ დაწინაურდა

ცნობილმა გამოცემა Goal.com-მმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სია განაახლა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ისევ დაწინაურდა და ამჟამად მეშვიდე ადგილზეა.

ცნობისთვის, კვარა წინა სიაში მერვე პოზიციას იკავებდა. რასაკვირველია, გამოცემის ეს ჩამონათვალი პირობითია და რეალურ გამოკითხვაზე გავლენას არ იქონიებს, მაგრამ მაინც გამოსარჩევია, როდესაც ქართველი შემტევი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავების გვერდითაა.

„სწორედ მაშინ, როდესაც ფიქრობდით, რომ კვარაცხელია დაკარგავდა თავის მაგიას, მას მერე, რაც კევინ ტრაპს პენალტი ვერ გაუტანა, ქართველმა გარემარბმა საუკუნის პასი გაუკეთა ქუსლით ჯოვანი დი ლორენცოს, რომელმაც „ნაპოლის“ მეორე გოლი გაიტანა გერმანიაში. ამ გოლმა სავარაუდოდ, ლუჩანო სპალეტის გუნდს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა, რაც „კვარადონას“ მისცემს საშუალებას ითამაშოს დიდ ეტაპზე, რათა აჩვენოს მსოფლიოს რატომ იმსახურებს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ყოფნას 2023 წელს“, - წელს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებულ რეიტინგში კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკი, ვინისიუს ჟუნიორი, მარკუს რაშფორდი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე და ლიონელ მესი არიან.

თავის მხრივ, ქართველი ფეხბურთელის უკან ათეულში არიან ვიქტორ ოსიმენი, კაზემირო და ჯამალ მუსიალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110659