ფეხბურთი

20:04 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: "მიყვარს კვარაცხელიას და "ნაპოლის" თამაშის ყურება"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მას უყვარს ამ გუნდის თამაშის ყურება, მაგრამ აინტერესებს, როგორც ითამაშებს „აძური“ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.

„სერია A-ში მათ კონკურენციას ვერავინ გაუწევს, მხოლოდ „ინტერთან“ დამარცხდნენ. მიყვარს კვარას თამაშის ყურება, სიმეონეს, როცა შეცვლაზე შედის, ლობოტკას, ოსიმენის, დაცვის, ჩემთვის ამ გუნდის თამაშის ყურება სასიხარულოა. მათთვის ერთადერთი რეალური გამოცდა „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრა იქნება, რათა გავიგოთ, რისი გაკეთება შეუძლიათ“, - თქვა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 23 ტურის შემდეგ 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი კი „აინტრახტს“ სტუმრად 2:0 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119252