ფეხბურთი

0:09 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია მარადონას პირდაპირი მემკვიდრეა"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ლორენცო ინსინიესთან შედარება არასწორია, რადგან ქართველი ფეხბურთელი პირდაპირ დიეგო მარადონას მემკვიდრეა.

„კვარაცხელიას და ოსიმენს შურისძიება სურთ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იყვნენ. მე ყოველთვის წინააღმდეგ ვარ ინსინიეს უპატივცემულობის, რომელიც დიდებული იყო, მაგრამ ხვიჩა დინასტიურ ხაზში მარადონას პირდაპირი მემკვიდრეა. მას აქვს ტექნიკა და დრიბლინგებში ცივსისხლიანობა. შემიყვარდა „სასუოლოსთან“ მის მიერ გატანილი გოლი, სადაც ელოდა ფანჯრის გაღებას და როგორც კი გაიღო, მაშინვე დაარტყა“, - თქვა კონდომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119437