ფეხბურთი

14:48 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიწისძვრამდე 5 საათით ადრე ატსუ საფრანგეთში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ბილეთი გააუქმა

„ჰატაისპორის“ ფეხბურთელ კრისტიან ატსუს ამ დრომდე ვერ პოულობენ, თურქული კლუბის მენეჯერმა ფატიჰ ილეკმა განაცხადა, რომ მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე განელი საფრანგეთში ოჯახთან უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

„კრისტიანი მწვრთნელს ელაპარაკა და სთხოვა, რომ ცოტა ხნით საფრანგეთში გაეშვა. მწვრთნელმა მისი თხოვნა გაითვალისწინა და „გაზიანთეფთან“ არ უთამაშია. ის საფრანგეთში უნდა გაფრენილიყო თავის ოჯახთან, მაგრამ როდესაც „ქასიმფაშასთან“ კარგად ითამაშა და გოლი გაიტანა, ფრენის ბილეთი გააუქმა. ფრენა 23:00 საათზე იყო დაგეგმილი, დილის 4 საათზე კი მიწისძვრა მოხდა, ეს ტრაგედიაა“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ „ჰატაისპორი“ თურქეთის ჩემპიონატს მიმდინარე სეზონში ჩაეხსნა. საბა ლობჟანიძე კი, დიდი ალბათობით სხვა გუნდში გადავა. მას „ტრაბზონსპორს“, „ანკარაგიუჯუს“, „კარაგუმრუკსა“ და „ფენერბაჰჩეს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109913