კალათბურთი

12:01 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იანისმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა ALL STAR-ს გამოაკლდეს, მამუკელაშვილმა 21 წუთი ითამაშა (+VIDEO)
"მილუოკი ბაქსმა" ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო, ანტეტოკუმპომ პოლ პრესის რეკორდი მოხსნა

NBA-ს მორიგ შეხვედრაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა "მილუოკი ბაქსმა". სანდრო მამუკელაშვილმა კი სოლიდური სათამაშო დრო მიიღო. ქართველი ფორვარდის გუნდი „ჩიკაგო ბულსს“ შეხვდა და 12-ქულიანი სხვაობით 112:100 მოიგო.

სანდრომ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, პარკეტზე 20:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 4 სამქულიანი კი ააცილა. მამუკელაშვვილის +- მაჩვენებელი -16 იყო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაუფარეს. მან მხოლოდ სამ მოთამაშეს აჯობა.

ყველაზე შედეგიანი 33 ქულით, 7 მოხსნით, 2 პასითა და 4 დაფარებით მილუოკის ცენტრი ბრუკ ლოპეზი იყო. დამარცხებულთაგან კი მონტენეგროელი ნიკოლა ვუჩევიჩი 22 ქულით, 16 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით, შესაბამისად ორმაგი დუბლით გამოირჩა.

გეტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მხოლოდ 9:20 წთი ითამაშა იანის ანტეტოკუმპომ. ბერძენმა კალათბურთელმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ჯერჯერობით დაზიანების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, შესაძლოა მან NBA-ის ALL STAR-ი გამოტოვოს.

ტრავმს მიუხედავად ანტეტოკუმპომ "ჩიკაგოსთან შეხვედრაში 1 რეკორდი მაინც დაამყარა. საქმე ეხება ასისტების რაოდენობას და მან რეკორდსმენ პოლ პრესის გადაასწრო, რომელსაც 3 272 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. იანისს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად 2 პასი სჭირდებოდა, რაც გააკეთა კიდევაც. საბოლოო ჯამში კი შეხვედრა 2 ქულით, 7 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

„მილუოკი ბაქსს“ 41 მოგების საპირისპიროდ 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას სანდრო და მისი თანაგუნდელები 25 თებერვალს, „ნაიანი ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. „ჩიკაგო ბულსს“ კი ზედიზედ 6 მარცხი დაუგროვდა და 26 მოგებითა და 33 წაგებით მე-11 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124362