ფეხბურთი

2:20 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი: "ზიდანი მხოლოდ სამ გუნდში იმუშავებს, რადგან მისთვის ფულს მნიშვნელობა არ აქვს"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ ზინედინ ზიდანისა და მისი სამწვრთნელო გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც ნასრიმ თქვა, ზიდანი საკლუბო დონეზე მხოლოდ სამ გუნდს თუ ჩაიბარებს - „რეალს“, „იუვენტუსს“ და „მარსელს“.

„ზიდანისთვის მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ მნიშვნელოვანი კლუბებია. გარდა ამისა, კარგი პროექტისა და ამბიციების შემთხვევაში „მარსელში“ მუშაობასაც დათანხმდება, რადგან ეს არის გუნდი, რომელსაც გულშემატკივრობს. პსჟ-ში იმიტომ არ წავა, რომ მარსელიდანაა. ინგლისში მუშაობა არ სურს, ამის მიზეზი მხოლოდ ენობრივი ბარიერი არაა. ზიდანი მწვრთნელად იმიტომ მუშაობს, რომ ეს საქმე მოსწონს, ფულისთვის არ მუშაობს, მხოლოდ გულთან ახლოს მყოფთა შეთავაზებებს განიხილავს“, - თქვა ნასრიმ.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, სადაც 2016-2018 და 2019-2021 წლებში იყო. მას შემდეგ ფრანგი სპეციალისტი უმუშევარია და ჯერჯერობით, უცნობია, როდის და სად განაახლებს სამწვრთნელო კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114071