ფეხბურთი

22:57 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი შეიძლება გაათავისუფლონ, გადამწყვეტი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იქნება

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი შესაძლოა დაითხოვონ. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

Relevo-ს ცნობით, ფლორენტინო პერესი ანჩელოტის შანსს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მისცემს, სადაც წარუმატებლობა შესაძლოა იტალიელს გათავისუფლების ფასად დაუჯდეს.

„რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში 8 თებერვალს, „ალ-აჰლის“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბს“ წარუმატებელი პერიოდი აქვს და ლა ლიგაში „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსასთან“ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118394