ფეხბურთი

23:02 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სპეციას" ფანები მარადონას, სპალეტის და "ნაპოლის" წინააღმდეგ: "ჩვენ ნეაპოლელები არ ვართ"

„სპეციასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრას, რომელიც სტუმრებმა 3:0 მოიგეს, ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. იტალიური მედიის ცნობით, „სპეციას“ ფანებმა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანოს სპალეტის შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ სპალეტი თავის დროზე „სპეციაში“ თამაშობდა, თუმცა ტიფოზების სამიზნე მაინც გახდა.

მთავარი კი ისაა, რომ მასპინძელმა ქომაგებმა „ნაპოლისთვის“ ძალიან ძვირფას და ხელშეუხებელ დიეგო მარადონას მიაყენეს შეურაცხყოფა, რომელიც გარდაცვლილია.

ტიფოზები ტრიბუნებზე მარადონას სიკვდილზე მღეროდნენ, რაც რა თქმა უნდა, მიუღებელი და ძალიან ცუდი საქციელია. სპეციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ ნეაპოლელებს და სკანდირებდნენ: „ჩვენ ნეაპოლიტანელები არ ვართ!“.

ჯერჯერობით, უცნობია, დასჯის თუ არა, სერია A-ს „სპეციას“ და თავის გულშემატკივრებს. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მეტოქეს 3:0 მოუგო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101855