ფეხბურთი

22:26 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს კეირუში ყატარის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი კარლოს კეირუში ყატარის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

69 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი მოაწერა. ის ბოლოს ირანის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

კარლოს კეირუშს არაერთგან უმუშავია, მათ შორის, „სპორტინგსა“ და „რეალში“. ასევე იყო სამხრეთ აფრიკის, პორტუგალიის, ირანის, კოლუმბიისა და ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116174