ფეხბურთი

16:13 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: "ნაპოლი" შთამბეჭდავია, სხვები შეცდომებს უშვებენ, ისინი - არა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ სერია A-ს მიმდინარე სეზონზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ შთამბეჭდავია, განსაკუთრებით სტაბილურად კარგი თამაშის გამო.

„ნაპოლი“ შთამბეჭდავია, განსაკუთრებით სტაბილურობით. სხვა დიდი გუნდები შეცდომას უშვებენ, ისინი - საერთოდ არა. „მილანი“? ბოლო რამდენიმე მატჩში ბევრი გოლი გაუშვა და ეს ძვირად ფასობს, მაგრამ წინ დერბია და გუნდს ფეხზე წამოდგომა შეუძლია. თანაბარ თამაშს ველოდები, „მილანი“ „ინტერზე“ ნაკლები არაფრითაა, მიუხედავად ბოლოდროინდელი უარყოფითი შედეგებისა“, - თქვა კაკამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13, ხოლო „მილანს“ 15 ქულით უსწრებს. უახლოეს ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „სპეციას“ დაუპირისპირდება, ხოლო „მილანი“ და „ინტერი“ ერთმანეთს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111838