ფეხბურთი

19:45 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "ნაპოლის" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ დიბალას დონის არა"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჰკითხეს, ჰყავს თუ არა, „ნაპოლის“ პაულო დიბალას დონის ფეხბურთელი.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ ნეაპოლელებს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ დიბალას დონის - არა.

„ნაპოლის“ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავს, თუმცა ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. ერთ-ერთის დამატება „ტოტენჰემში“ მინდოდა და რამდენჯერმე ვესაუბრეთ. 10 მილიონი ღირდა, „ტოტენჰემი“ კი 5 მილიონს იხდიდა, იმ მომენტში მეტი ფული დახარჯვა არ შეგვეძლო. იმ ბიჭს „ტოტენჰემში“ გადასვლა ძალიან უნდოდა და ეს ბიჭი კიმ მინ-ჯეა. „ნაპოლის“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ დიბალას დონის არცერთი არაა.

„ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებას ვულოცავ, მათ უკვე მოიგეს და დაიმსახურეს. ყველაზე ძლიერი გუნდია, კარგი მწვრთნელით, შესანიშნავი ფეხბურთელებით და ძალიან კარგი სატრანსფერო სელექციით, ფანტასტიკურად იმუშავეს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ლუჩანო სპალეტის გუნდი უახლოეს მდევარ "მილანს" 12, ხოლო კონკრეტულად "რომას" 13 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122419