ფეხბურთი

15:05 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში ულამაზესი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ავსტრალიის A ლიგის მე-14 ტურში „ნიუკასლ ჯეტსის“ ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა.

ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „ბრისბენი“ 4:0 დაამარცხა, ბექამ კი 76-ე წუთზე შეარხია მეტოქის კარის ბადე, შორეული და უნაკლო დარტყმით, რითაც მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

ბექა 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ბექა დარცმელია თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.

„ნიუკასლ ჯეტსს“ 14 ტურში 17 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 თებერვალს, „პერტ გლორის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119387