ფეხბურთი

21:48 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა "ჩელსისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ლონდონის „ჩელსი“ ტიაგო სილვასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

38 წლის ბრაზილიელ მცველს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ სავარაუდოდ, მას ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

ტიაგო სილვა „ჩელსიში“ 2020 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 105 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „ჟუვენტუდეში“, მოსკოვის „დინამოში“, „ფლუმინენსეში“, „მილანსა“ და პსჟ-ში აქვს ნათამაშები.

0.116761