ფეხბურთი

21:24 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" საზღვრების გარეშე: ბოლო ორ სატრანსფერო სესიაში კლუბმა 500 მილიონამდე დახარჯა

ლონდონის „ჩელსი“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ძალიან აქტიურია და არაერთი ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის მიხაილო მუდრიკი, რომლის შეძენა ინგლისურ გუნდს 100 მილიონი ევრო დაუჯდა.

მას შემდეგ, რაც ტოდ ბოელიმ გუნდი შეიძინა მთლიანობაში ტრანსფერებში 475 მილიონი ევრო დახარჯა. „არისტოკრატების“ შენაძენთა სია გასულ ზაფხულსა და მიმდინარე ზამთარში ასეთია:

მიხაილო მუდრიკი (შახტარი - ჩელსი) - 100 მილიონი ევრო.

უესლი ფოფანა (ლესტერი - ჩელსი) - 84 მილიონი ევრო.

მარკ კუკურელა (ბრაიტონი - ჩელსი) - 62 მილიონი ევრო.

რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი - ჩელსი) - 56 მილიონი ევრო.

კალიდუ კულიბალი (ნაპოლი - ჩელსი) - 38 მილიონი ევრო.

ბენუა ბადიაშილი (მონაკო — ჩელსი) - 37 მილიონი ევრო.

კარნი ჩუკვუემეკა (ასტონ ვილა - ჩელსი) - 22,5 მილიონი ევრო.

ანდრეი სანტოსი (ვასკო და გამა - ჩელსი) - 14,6 მილიონი ევრო.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბარსელონა - ჩელსი) - 13,5 მილიონი ევრო.

ჩეზარე კასადეი (ინტერი - ჩელსი) - 13,5 მილიონი ევრო.

დავიდ ფოფანა (მოლდე - ჩელსი) - 12 მილიონი ევრო.

ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო - ჩელსი) - 11 მილიონი ევრო იჯარით.

გაბრიელ სლონინა (ჩიკაგო ფაირი - ჩელსი) - 9 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგაში 19 თამაშში მოპოვებული 28 ქულით მხოლოდ მეათე ადგილზეა.

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113336