ფეხბურთი

23:42 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრები შესაძლოა ლუის ენრიკემ ჩაიბაროს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს. ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

ესპანური გამოცემის თანახმად, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას მთავარი მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტის მიწვევა სურს და ამჟამად ლუის ენრიკე მთავარი კანდიდატია.

მან ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებიდან ტიტე წავიდა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. ლუის ენრიკეს ამ ეტაპზე აქტიურად მადრიდის „ატლეტიკოსაც“ უკავშირებენ.

ესპანელ სპეციალისტს კარიერის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების გარდა, „ბარსელონაში“, „სელტასა“ და „რომაში“ აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121254