ფეხბურთი

23:48 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რის ჯეიმსმა ისევ ტრავმა მიიღო

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა რის ჯეიმსმა ისევ ტრავმა მიიღო. ინგლისელი მოედანზე დღეს, „ბორნმუთთან“ შეხვედრაში 8 ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა.

ჯეიმსმა ტრავმა მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო და მოედანი 53-ე წუთზე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ რის ჯეიმსმა ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშა.

0.115988