ფეხბურთი

23:50 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: "რონალდუს გამორჩეული კარიერა ჰქონდა, მაგრამ მესი შეუდარებელია"

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეჭვები არც მსოფლიოს ჩემპიონატამდე არსებობდა და ახლა მითუმეტეს.

„არ მგონია, რომ რაიმე ეჭვები არსებობდეს. ჩემთვის ეჭვი არ არსებობდა არც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და ახლა მით უფრო. კრიშტიანუს გამორჩეული კარიერა ჰქონდა, ძალიან მრავალმხრივი სპორტსმენია, მაგრამ ლეო რა თქმა უნდა, იყო და არის საუკეთესოა“, - თქვა აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო და ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111045