ფეხბურთი

23:37 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "წარმოუდგენელი იყო, არ ვიცი, ეს განცდა კიდევ თუ დაგვეუფლება"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა პაულო დიბალამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პენალტის შესრულების მომენტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმ მომენტში ყველაფერზე ფიქრობდა.

„კორდობაზე ვფიქრობდი, ყველაფერზე. მოედანზე ახალი შესული ვიყავი და ადვილი არ იყო. მაგრამ ვიცოდი, რომ ცივი გონებით უნდა მემოქმედა. საფრანგეთმა ჩემამდე პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ ჩემი ჯერი დადგა და ბურთი კარში აღმოჩნდა. ეს წარმოუდგენელი იყო, განცდა, რომელიც არ ვიცი, კიდევ დაგვეუფლება თუ არა“, - თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ პენალტი ზუსტად შეასრულა და არგენტინის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115966