ფეხბურთი

1:25 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: "მონცას" სერია A-ში აღზევება უფრო დიდი ემოცია იყო, ვიდრე "მილანში" ჩემპიონთა ლიგის მოგება"

„მონცას“ გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ლომბარდიულ კლუბთან ერთად სერია A-ში გადასვლა მისთვის უფრო ემოციური იყო, ვიდრე „მილანში“ ჩემპიონთა ლიგის მოგება.

„მონცას“ სერია A-ში აღზევების ემოცია უფრო ძლიერი იყო, ვიდრე „მილანთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის. თარიღი 29 მაისი, როცა სერია A-ში გადავედით, ჩემს გონებაშია ამოტვიფრული, რასაც გონებიდან არასდროს წავშლი. ვტიროდი, რადგან ოცნება ამიხდა, რომელიც ბავშვობიდან მქონდა.

„მონცას“ დიდი გულშემატკივარი 5 წლის ასაკიდან, ამ კლუბის მენეჯერი ვიყავი „მილანში“ გადასვლამდე. ბერლუსკონის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის მიღწევა. ბედნიერი ვარ გულშემატკივრების გამოც, მათ ეს დიდი სიხარული დაიმსახურეს“, - თქვა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ „მონცა“ სერია A-ში ისტორიაში პირველად თამაშობს და 15 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111834