კალათბურთი

13:28 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ 5 ქულა ჩააგდო, "ინდიანა პეისერსმა" მოიგო (+VIDEO)

NBA-ში მორიგი მატჩი მოიგო გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა". ქართველი კალათბურთელის გუნდი "ვაშინგტონ ვიზარდსს" შეხვდა და მეტოქეს 10-ქულიანი სხვაობით 121:111 აჯობა.

აღნიშნულ შეხვედრაში 13:57 წუთი ითამაშა ბითაძემ, რომელმაც 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და ამდენივე დაფარება დააგროვა. 22 წლის ცენტრმა 3-დან 2 სროლა ზუსტად გამოიყენა, რომელთაგანაც 2-დან 1 სამქულიანი და ერთიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო. გოგამ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, ხოლო +- ,აჩვენებელი -2 ჰქონდა.

ყველაზე შედეგიანი "ვაშინგტონის" კალათბურთელი კრისტაპს პორზინგისი იყო. ლატვიელმა ფორვარდმა 29 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. "პეისერსიდან" კი ბადი ჰილდი გამოირჩა, მან 28 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი გამოიმუშავა.

"ინდიანას" 14 მოგების წილ 12 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. ბოთაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 11 დეკემბერს - "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113932