კალათბურთი

12:05 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის სოლიდური სათამაშო დრო და "მილუოკის" ზედიზედ მეორე გამარჯვება (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაცაიაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო „მილუოკი ბაქსმა“. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი „ორლანდო მეჯიქს“ შეხვდა და 109:102 გაიმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში სოლიდური სათამაშო დრო მიეცა სანდრო მამუკელაშვილს. 22 წლის ფორვარდმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ეს მიმდინარე სეზონში სანდროსთვის სარეკორდო დრო იყო. მან 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. ქართველს +- მაჩვენებელი +17 ჰქონდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჯრუ ჰოლიდეის ჩამორჩა.

ყველაზე შედეგიანი „მილუოკიდან“ იანის ანტეტოკუმპო იყო, რომელმაც 34 ქულით, 13 მოხსნით და 5 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა, ხოლო ორლანდოდან ფრანც ვაგნერს 25 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

„ბაქსს“ 17 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრაში სანდრო და მისი თანაგუნდელები 8 ნოემბერს „საკრამენტო კინგსს“ შეხვდებიან.

0.117788