ფეხბურთი

2:36 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოტამენდი: "ჩვენი გუნდი წნეხის დროს უფრო ძლიერდება"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკოლას ოტამენდიმ პოლონეთთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „ალბისელესტე“ წნეხის დროს უფრო ძლიერდება.

„ეს არის გუნდი, რომელიც წნეხის ქვეშ ძლიერდება და დღეს ეს დავამტკიცეთ. კონცენტრაცია საერთოდ არ დაგვიკარგავს და ვცდილობთ ის გავაკეთოთ, რასაც მწვრთნელი ითხოვს. შეგვიძლია, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. ვაცნობიერებთ, რომ ძლიერები ვართ. ამიერიდან განსხვავებული მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და როგორი მეტოქეც არ უნდა გვყავდეს, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც დღეს - გუნდურად.

ახლა მოუთმენლად ველით მომდევნო მატჩს, სადაც კიდევ ერთი რთული მეტოქე გვეყოლება, როგორიც ავსტრალიაა. არაფერი არ უნდა დავთმოთ, რათა სიურპრიზები თავიდან ავიცილოთ“, - თქვა ოტამენდიმ.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები მერვედფინალში 3 დეკემბერს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116087