ფეხბურთი

17:04 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სეზონისთვის მზადება განაახლა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

„ნაპოლიმ“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადება დაიწყო და გუნდი დღეს „კასლეტ ვოლტურნოს“ ბაზაზე შეიკრიბა.

გუნდთან ერთად იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც, როგორც ირკვევა, გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღო.

„ნაპოლი“ 1 დეკემბერს, თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებს - 7 დეკემბერს, „ანტალიასპორთან“ და 11 დეკემბერს „კრისტალ პალასთან“.

აღსანიშნავია, რომ დღეს „ნაპოლის“ ბაზას სტუმრობა ლორენცო ინსინიე, რომელსაც MLS-ში შვებულება აქვს და მარტამდე თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. სერია A-ს მიმდინარე სეზონი 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113011