ფეხბურთი

21:30 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეიძლება მაინც ითამაშოს

კარიმ ბენზემამ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მოახერხოს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, ეს გამორიცხული იყო.

RMC Sport-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების ექიმები არ კარგავენ იმედს, რომ ტურნირის მიმდინარეობისას ბენზემა გამოჯანმრთელებას მოასწრებს და მოედანზე გასვლა შეძლოს, თუ რა თქმა უნდა, დიდიე დეშამი მას სათამაშო დროს მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების განაცხადშია და მის ნაცვლად დეშამს არავინ გამოუძახებია. ასე რომ, თუ ტრავმას მოირჩენს, მართლაც არის შანსი, რომ ითამაშოს.

ამავდროულად, თუ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ოქროს მედალს ბენზემაც მიიღებს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, განაცხადშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111793