ფეხბურთი

18:34 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დესაის პესიმისტური პროგნოზი "ნაპოლიზე" და კვარაცხელიას იგნორი

საფრანგეთის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარსელ დესაიმ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში თქვა, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება.

გარდა ამისა, ფრანგს ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს, მაგრამ რატომღაც მან ქართველ ფეხბურთელზე პასუხს თავი აარიდა.

„მომწონს „ნაპოლის“ ენერგიული თამაში, მაგრამ მეეჭვება, რომ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გაძლონ. მათ ამისათვის შესაბამისი შემადგენლობა არ ჰყავთ, „იუვეს“ და „მილანს“ კი ამით სარგებლობა შეუძლიათ“, - თქვა დესაიმ.

ვეტერან ფრანგ ფეხბურთელს შემდეგ ჰკითხეს, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაუტარო მარტინესსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის რომელი გახდება დიდი მოთამაშე, რაზეც დესაიმ უპასუხა, მაგრამ უცნაური ისაა, რომ კვარაცხელია შეკითხვის მიუხედავად, საერთოდ არ ახსენა:

„ლაუტაროს შეუძლია დიდი მოთამაშე, ნამდვილი ჩემპიონი გახდეს. ძალიან მომწონს ვლაჰოვიჩიც, მაგრამ თვითონ ნამდვილად სურს საუკეთესო რომ გახდეს? მბაპესა და ჰოლანდისგან ამას ვხედავთ, მაგრამ ვლაჰოვიჩი ინტენსივობის თვალსაზრისით უკანაა. მიუხედავად ამისა, მას ნიჭი და ყველანაირი თვისება აქვს საიმისოდ, რომ თავისი ეპოქის ვან ბასტენი იყოს“, - აღნიშნა დესაიმ.

შეგახსენებთ, რომ მარსელ დესაი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112979