ძიუდო

12:08 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა! (+VIDEO)

გორში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა მიმდინარეობს, სადაც არაერთი ვარსკვლავი გამოდის. ცოტა ხნის წინ კი დასრულდა გურამ თუშიშვილისა და ტედი რინერის დაპირისპირება, რომელიც ქართველი ძიუდოისტის გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს თბილისის „მებრძოლი“ „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდა და ქართველების კლუბმა მეტოქე 4:1 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამმა რინერს ბოლო 10-წამში ვაზარი აუღო და 10 გზის მსოფლიოს, 5 გზის ევროპისა და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ისტორიაში პირველად დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თუშიშვილმა იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა.

გეტვით, რომ ნახევარფინალში გავიდა "გოლდენ გორიც", რომელიც სწორედ "მებრძოლს" დაუპირისპირდება და ფინალში გასასვლელად ქართულ ჯახს ვიხილავთ. "გოლდენ გორმა" ესპანეთის კლუბი სტაბია 3:2 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგაზე სამი ქართული კლუბი, "მებრძოლი", "გოლდენ გორი" და "არეა გამოდიან". ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარადაჭერით ტარდება და ლეგენდარული ფალავნის - შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ფინალური ბლოკი გორის სპორტის სასახლეში 16:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112194