ფეხბურთი

20:24 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი: "გერმანელებისთვის ამ ჟესტის გაკეთებაზე უკეთესი იყო თამაში მოეგოთ"

ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ედენ აზარმა გერმანიის ნაკრების საპროტესტო აქციაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გერმანელებისთვის უკეთესი იყო ეს არ გაეკეთებინათ და თამაში მოეგოთ.

„გერმანელებს ამის გაკეთება სურდათ, მაგრამ მათთვის უკეთესი იქნებოდა თუ ამას არ გააკეთებდნენ და თამაშს მოიგებდნენ. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ, აქ იმისათვის არ ვარ, რომ პოლიტიკური მესიჯები გავაგზავნო, ამისთვის ჩემზე უფრო მომზადებული ხალხი არსებობს. ჩვენ ყურადღება ფეხბურთზე უნდა გავამახვილოთ“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა იაპონიასთან მატჩის წინ პირზე ხელი აიფარეს, რადგან ფიფამ მათ One Love-ს კაპიტნის სამკლაურით თამაშის უფლება არ მისცა. მატჩი „ბუნდესნაკრებმა“ იაპონიასთან 1:2 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11811