ფეხბურთი

2:00 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯო: "ბრაზილიასთან ფინალში თამაშზე ყოველ ღამე ვოცნებობდი და აბსურდულად დასრულდა"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა და თქვა, რომ მატჩს, რომელზეც მთელი ბავშვობა ოცნებობდა, ყველაზე აბსურდული დასასრული ჰქონდა.

„არასდროს დამავიწყდება. ფინალში ბრაზილიასთან თამაში იყო ოცნება, რომელიც ბავშვობაში მქონდა, ყოველთვის ეს მიზანი მქონდა. ათასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ყოველ ღამე ბრაზილიასთან ფინალზე ვოცნებობდი. ეს მომენტიც დადგა და ყველაზე აბსურდულად დამთავრდა. პენალტი ჩვეული სიმშვიდით დავარტყი, მეკარის გადაადგილებას დაველოდე და მოხდა ის, რაც ყველამ ვიცით“, - თქვა ბაჯომ Sky-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რობერტო ბაჯომ ბრაზილიასთან ფინალში პენალტების სერიაში თავისი დარტყმა გააცუდა და ჩემპიონი „სელესაო“ გახდა. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბაჯოს რომ გაეტანა, ბრაზილიას კიდევ ერთი პენალტის შესრულების უფლება ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116458