ფეხბურთი

19:29 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "ემპოლის" მეკარის შეძენას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში მეკარის შეძენას აპირებს და იტალიური მედია წერს, რომ „ბებერი ქალბატონი“ განსაკუთრებულ ინტერესს „ემპოლის“ მეკარის, გულიელმო ვიკარიოს მიმართ იჩენს.

26 წლის კიპერი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ბოლო დროს იტალიის ნაკრებშიც იძახებენ. „ემპოლი“ მას 15-20 მილიონ ევროდ აფასებს, რაც ტურინელებს ეძვირებათ, მაგრამ ვინაიდან კლუბებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, შესაძლოა, ფასზე იოლად მორიგდნენ. ვიკარიოს მიმართ ინტერესს "ტოტენჰემი" და "რომაც" იჩენენ, ტურინელთა მიზანია, რომ კონკურენტებს დაასწრონ.

ამიტომ, „იუვე" ეცდება, რომ იტალიელი მეკარე იანვარში შეიძინოს, მაგრამ სეზონის ბოლომდე იჯარით „ემპოლიში“ დატოვოს და ფეხბურთელი საკუთარ რიგებში მხოლოდ ზაფხულში იახლოს. ვიკარიო ტურინელებს ვოიცეხ შჩესნის შემცვლელად ესახებათ.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ „იუვენტუსს“ გიორგი მამარდაშვილიც დაუკავშირეს, მაგრამ ბოლო ცნობებით, ტურინული გრანდი გულიელმო ვიკარიოს ტრანსფერზეა გადართული, რადგან გუნდის ახალი პროექტი იტალიელ ფეხბურთელებზეა აქცენტირებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113631