სხვა

14:04 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯის აჯობა და თანაბარ ბალანსზე გავიდა (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს თანაბარ ბალანსზზე გასვლა მოახერხა ქართველმა სუმოისტმა. ლევან გორგაძე მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდა და მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით აჯობა.

ეს წყვილის 26-ე ორთაბრძოლა იყო, რომელთა ურთიერთშეხვედრებშიც ტოჩინოშინს 15 მოგების საწინააღმდეგოდ 11 მარცხი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ტაკარაფუჯის მიმდინარე ბაშოზე არცერთი მოგება არ აქვს და ცუდ ფორმაშია. მას ჩვენებურმაც იოლად აჯობა. ლევანი შეჯახებისთანავე კარგ პოზიციაში აღმოჩნდა და მეტოქის დოჰიოზე დაგდება არ გასჭირვებია.

ტოჩის წლის ბოლო სუპერტურნირზე 2 მოგების წილ 2 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-10 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი - 3 მოგება და 4 წაგება აქვს.

0.112855