კალათბურთი

13:20 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია და ზუროსი: "საკვანძო მატჩია და აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიის ნაკრებს შეხვდება და შეიძლება ითქვას, რომ ეს თამაში გადამწყვეტია, რადგან ისლანდია საქართველოს პირდაპირი კონკურენტია და სატურნირო ცხრილში ერთი გამარჯვებით მეტი მეტოქეს აქვს.

თამაშის წინ თორნიკე შენგელიამ ისაუბრა და თქვა, რომ გამარჯვების მოპოვება აუცილებელია:

„უმნიშვნელოვანესი თამაშია ჩვენთვის, გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება, რადგან ჩვენს შორის უნდა გაირკვეს, ვინ გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამიტომ, სრული მობილიზებით უნდა ვითამაშოთ და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები უნდა დავუშვათ, თუ გვინდა, რომ მოვიგოთ“, - თქვა თორნიკე შენგელიამ.

მატჩის წინ კომენტარი გააკეთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საკვანძო და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია.

„ეს არის საკვანძო და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. გვმართებს თამაშის რიტმის გაკონტროლება, რადგან მეტოქე ძალიან სწრაფია და გაძლიერებულ ტემპში თამაშობს. მათ ჩვენზე ერთით მეტი მოგება აქვთ და ფოკუსირებული ვიყოთ, კარგი დაცვა ვითამაშოთ, შევუზღუდოთ მეტოქეს ბურთის თავისუფალი მოძრაობა. უნდა ვეცადოთ ვითამაშოთ შიგნიდან, რადგან სამწამიანი ზონიდან მაქსიმალურად ბევრი ბურთი ჩავაგდოთ. ერთადერთი პრობლემა, რასაც შეიძლება წავაწყდეთ, რამდენიმე მოთამაშის უგუნდოდ ყოფნა და სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა. ეს არის, რაც უნდა გავაკონტროლოთ და ყველა 100%-ით დაიხარჯოს“, - თქვა ილიას ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ ისლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:35 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112225