ფეხბურთი

18:42 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი "რეინჯერსმა" აჩვენა

გლაზგოს „რეინჯერსმა“ ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარა - შოტლანდიურმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.

ჯოვანი ვან ბრონხორსტის გუნდმა ექვსივე თამაში წააგო და ასპარეზობა უქულოდ დაასრულა. ცხადია, გლაზგოელებამდეც სხვა გუნდებს დაუსრულებიათ ჯგუფში გამოსვლა ქულის გარეშე, მაგრამ „რეინჯერსს“ ბურთების ბალანსი ყველა მათგანზე უარესი აქვს - 2 გატანილი და 22 გაშვებული გოლი. ამრიგად, „რეინჯერსზე“ ცუდად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არავის უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შოტლანდიური გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტთან“ პენალტების სერიაში წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116739