ფეხბურთი

11:18 | 28.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "ყველა თამაშის მოგება რთულია, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ევროპა ლიგაზე პსვ-სთან 0:2 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სექტემბრის დასაწყისიდან პირველი შეხვედრა დავთმეთ და ეს წაუგებელი პერიოდი დასრულდა. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, რადგან დღეს პსვ უკეთესი გუნდი იყო. ჩვენ ჩვენს დონეზე ვერ ვითამაშეთ. ვერ შევასრულეთ ის დავალებები, რასაც ვარჯიშზე ვგეგმავდით. ვერ ვაკონტროლებდით ბურთს და შედეგიც ამან განაპირობა.

დავამატებ, რომ ევროპაში ყველა თამაშის მოგება ნამდვილად რთულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, არ გვაქს დრო, რომ ამაზე ვიფიქროთ. უნდა ვიმოქმედოთ და მომავალ თამაშზე შეცდომები გამოვასწოროთ. კვირას ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და შემდეგ "ციურიხთან" მატჩისთვის მოვემზადებით. ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე დღეს", - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ "არსენალს" ნიდერლანდურ გუნდთან მარცხამდე ევროპა ლიგაზე ზედიზედ 4 გამარჯვება ჰქონდა და 12 ქულით A ჯგუფის ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115582