ფეხბურთი

11:35 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს

„რომას“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ მძიმე ტრავმა მიიღო. „ლეჩესთან“ მოგებულ მატჩში (2:1), დიბალამ პენალტი დაარტყა და გაიტანა, მაგრამ სწორედ დარტყმის მომენტში დაზიანება მიიღო, გოლი არც აღუნიშნავს, მოედანი ისე დატოვა.

მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ პაულო სავარაუდოდ მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.

„დიბალა ძალიან ცუდადაა, 2023 წლამდე მისი დაბრუნება? ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს ძალიან რთული იქნება“, - თქვა მოურინიომ.

პორტუგალიელი მწვრთნელის ვარაუდი თუ გამართლდა, არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს და მოედანზე მხოლოდ 2023 წელს დაბრუნდება. საბოლოო პასუხი კი ცნობილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.110544