ფეხბურთი

20:58 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ლა ლიგამ სექტემბერში საუკეთესოდ აღიარა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგამ სექტემბრის 5 საუკეთესო მოგერიება გამოავლინა და პირველი ადგილი გიორგი მამარდაშვილს ერგო. უფრო მეტიც, ხუთეულში ქართველი მეკარის ორი სეივია.

"რაიო ვალეკანოსთან" გიორგიმ მეტოქეების ზედიზედ ორი დარტყმა მოიგერია და ლა ლიგამ ეს სექტემბერში საუკეთესო "სეივად" აღიარა, ხოლო ვიგოს "სელტასთან" მოგერიებული დარტყმა მესამე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს სეივები შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ტურებში საუკეთესოდ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ექვსი მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.

0.101876