ჩოგბურთი

10:51 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი ჩოგბურთს ცრემლებით დაემშვიდობა: "ყველა მომენტით ვტკბებოდი" (+VIDEO)

როჯერ ფედერერმა პროფესიულ კარიერაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ლონდონში Laver Cup-ზე შვეიცარიელმა წყვილებში რაფაელ ნადალთან ერთა ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფედერერმა ცრემლები ვერ შეიკავა, იტირა ნადალმაც. მოკლედ, ლონდონში ბევრი ემოცია იყო, რაც ბუნებრივია, ჩოგბურთს ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე დაემშვიდობა.

„ეს მშვენიერი დღე იყო. ბედნიერი ვარ და არა მოწყენილი, ეს ბიჭებსაც ვუთხარი. ყოველი მომენტით სიამოვნებას ვიღებდი. ბოლომდე მისვლა შევძელი და უფრო ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. რაფასთან ერთად ვითამაშე და ჩემს გვერდით ამდენი ლეგენდაა.

ყველაფერი გასაოცარია. არ მინდოდა თავი მარტო მეგრძნო, მინდოდა თამაში გუნდური ტურნირით დამესრულებინა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გუნდური მოთამაშე ვარ. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მირკას, მას შეეძლო ჩემი კარიერა დიდი ხნის წინ შეეჩერებინა, მაგრამ თამაშის გაგრძელების უფლება მომცა, ეს გასაოცარია“, - თქვა როჯერმა.

შეხვედრას რაც შეეხება, ფედერერმა და ნადალმა ჯეკ სოკისა და ფრენსის ტიაფოს წინააღმდეგ 6:4, 6:7, 9:11 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერმა კარიერში დიდი სლემის ტურნირი 20-ჯერ მოიგო (უიმბლდონი 8-ჯერ, US Open-ი 5-ჯერ, საფრანგეთის ღია პირველობა ერთხელ და ავსტრალიის ღია პირველობა 6-ჯერ).

0.101108