ფეხბურთი

20:55 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბრონხორსტი: "კვარაცხელიასგან ბევრი ხიფათი იქმნება და მასთან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ"

შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა „ნაპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ილაპარაკა.

როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ყველაზე დიდ ხიფათს ქართველი ფეხბურთელისგან ელოდება და მას განსაკუთრებული მოთამაშე უწოდა.

„ის მარცხენა გარემარბი რთული სახელით (იცინის - რედ), ძალიან, ძალიან კარგია. ორივე ფეხს იყენებს, სწრაფია და მისი მხრიდან ბევრი ხიფათი იქმნება. შესაბამისად, ერთ-ერთ იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც თამაშში ჩართვის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან მას ხარისხი აქვს“, - თქვა ვან ბრონხორსტმა.

შეგახსენებთ, რომ „რეინჯერსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113603