ფეხბურთი

21:35 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ნაპოლისთან" ჩვენი თამაში საშინელებათა შოუ იყო"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამსტერდამის „აიაქსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და „ნაპოლისთან“ წინა ტურის შეხვედრა გაიხსენა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო, რომელიც „ლივერპულმა“ მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა.

„ჩემი აზრით, ეს ნამდვილი საშინელებათა შოუ იყო, ყველაზე ცუდი თამაში მას მერე, რაც აქ ვმუშაობ. ვიღაც იტყვის, რომ „ასტონ ვილასთან“ მატჩი (2:7) უარესი გახლდათ, მაგრამ იმ შეხვედრებში მცირე საინტერესო გამონათებები მაინც გვქონდა.

ნეაპოლში ჩვენი მხრიდან არაფერი ყოფილა და უნდა გავიგოთ მიზეზები, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია. ბევრჯერ გადავხედეთ ამ შეხვედრას და დაშვებულ შეცდომებს, 11-დან მინიმუმ 8 ფეხბურთელმა თავის დონეზე ვერ ითამაშა და ახლა ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ, როგორ ავირიდოთ თავიდან მსგავსი რაღაცის გამეორება“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 13 სექტემბერს, ამსტერდამის „აიაქსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144265