სხვა

12:56 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა (+VIDEO)

ლევან გორგაძემ აკო ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა. ქართველი სუმოისტი მე-9 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და მძიმე ბრძოლაში, სუკუინეგის ილეთით წააგო.

შემოდგომის პირველ სუპერტურნირზე ჯერ მხოლოდ 2 ბრძოლა გაიმართა, პირველი ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ამიტომაც ჯერჯერობით ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი თანაბარია 1-1-ზე.

გეტყვით, რომ ეს წყვილი ერთნამეთს 32-ედ შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში ჩვენებური 14:18-ზე ბალანსით მარცხდება. თავის მხრივ მიოგირიუმაც სექტემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ხვალ ტოჩის მეტოქე კვლავ მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება, რომელსაც აქამდე 8-ჯერ შეხვდა და მისი დამარჯცება 6-ჯერ შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117407