ფეხბურთი

1:25 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" მაურო იკარდი და ხუან მატა დაიმატა

სტამბოლის „გალათასარაის“ მაურო იკარდი და ხუან მატა დაიმატა. თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა დღეს დაიხურა, შესაბამისად, თურქულ კლუბებს გაძლიერება ამ დრომდე შეეძლოთ.

„გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ ამით ისარგებლა და ერთბაშად 5 ტრანსფერი დაადასტურა, რომელთაგანაც გამოსარჩევი ცხადია იკარდისა და მატას დამატებაა.

არგენტინელი ფორვარდი „ლომებს“ „პარი სენ ჟერმენიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ხოლო ესპანელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი იყო და მანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გარდა ამისა, „გალამ“ დღეს მილოტ რაშიცა, იუსუფ დემირი და მათიას როსი გაიფორმა.

ზოგადად, „გალათასარაიმ“ ამ სატრანსფერო ფანჯარაში ძალიან იაქტიურა და არაერთი მაღალი დონის მოთამაშის გადაბირება შეძლო. იკარდი, მატა და რაშიცა ვახსენეთ, მანამდე კი თურქულმა გუნდმა დრის მერტენსი, სერჟიო ოლივეირა, ლეო დუბუა, ჰარის სეფეროვიჩი და ლუკას ტორეირა დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114262