ფეხბურთი

19:32 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ფლორენცი მიმდინარე წელს ვერ დაეხმარება

იტალიურ „მილანს“ ალესანდრო ფლორენცი მიმდინარე წელს ვეღარ დაეხმარება. იტალიელმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა 10 დღის წინ მიიღო, დღეს კი ოპერაცია გაუკეთეს.

როგორც გაირკვა, სარეაბილიტაციო პერიოდი 5 თვე გაგრძელდება და მოედანზე მისი დაბრუნება იანვარში ან თებერვალშია მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ „მილანმა“ თადარიგი დაიჭირა და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს სწორედ ფლორენცის ტრავმის გამო „ბარსელონადან“ მარჯვენა მცველი სერჯინო დესტი ინათხოვრა.

ალესანდრო ფლორენცი „მილანში“ 2021 წლიდან თამაშობს და 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე იტალიელი „რომას“, „კროტონეს“, „ვალენსიასა“ და „პარი სენ ჟერმენის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115697