სხვა

12:50 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია! (+VIDEO)

ალექსანდრე წივწივაძემ კანოე სპრინტში 18 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ქართველმა სპორტსმენმა 500 მეტრიან დისტანციაზე ტიტულის შენარჩუნება მოახერხა.

მან შესარჩევი გაცურვაც გამარჯვებით დაასრულა და ფინალში პირველი ადგილით გავიდა. მედლისთვის ბრძოლაში კი წივწივაძემ 8 სპორტსმენს აჯობა. 500 მეტრიანი დისტანცია ახალგაზრდა სპორტსმენმა წუთსადა 53 წამში (1:53:16) დაფარა და მეორე ადგილზე გასულ ესპანელს ძალიან მცირე დროით მოუგო. - დანიელ გრიალბამ მანძილი 1:53:26 წამში გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მსოფლიო ჩემპიონატი 1000 მეტრიან დისტანციაზე მე-8 ადგილით დაასრულა. 18 წლამდელებს შორის მან პლანეტის პირველობა უვე მეორედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11057