სხვა

9:14 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო! (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. ცოტა ხნის წინ 31 წლის ჩვენებურს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჰქონდა და მისი სრული დომინირებით მოგება შეძლო.

დვალიშვილის მეტოქე UFC-ს ქამრის მფლობელი და გამორჩეული მებრძოლი - ბრაზილიელი ჟოზე ალდო იყო, რომელსაც მერაბმა სამივე რაუნდში მაგრად აჯობა. საბოლოოდ, მსაჯებმა გამარჯვება ქართველ მებრძოლს მიანიჭეს და ქულები ასე გადანაწილდა: 29:28, 29:28 და 30:27. აქიდან გამომდინარე ყველაზე დამაჯერებელი "მანქანა" მესამე რაუნდში იყო.

გეტყვით, რომ მერაბმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მე-10 ბრძოლა გამართა და აქიდან 8 ზედიზედ მოიგო, საერთო ჯამში კი მე-15 გამარჯვება იზეიმა. სწორედ ამიტომ ქართველი ტიტულზე ჩხუბის მთავარი პრეტენდენტი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13612