სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:02 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" გალიდერდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მილანის „ინტერს“ სერია A-ს პირველ ტურში მოგება ძალიან გაუჭირდა, თუმცა მეორე ტურში იოლი 3 ქულა მოიპოვა.

სიმონე ინძაგის გუნდმა „სპეციას“ უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ლაუტარო მარტინესმა გახსნა, რომელსაც საგოლე პასი რომელუ ლუკაკუმ გაუკეთა. ამრიგად, ლუ-ლას დუეტი დაბრუნდა. „ნერაძურიმ“ მეორე ნახევარში უპირატესობა გაზარდა ჯერ ჰაკან ჩალჰანოღლუს და შემდეგ ხოაკინ კორეას გოლებით - 3:0.

ამრიგად, „ინტერს“ უდანაკარგო სტარტი აქვს და ორ ტურში 6 ქულას მოუყარა თავი. სანამ ტური საბოლოოდ ჩამთავრდება, მანამდე ინძაგის გუნდი სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

წააგო „ლეჩემ“, რომელსაც წინა ტურში „ინტერთან“ ქულის მოპოვებამდე წამები დააკლდა, მაგრამ ამჯერად სტუმრად „სასუოლოსთან“ ვერაფერი გააწყო - 0:1.

პირველი ტური ისე მიილია, რომ ფრე არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, მეორე ტურის საწყისი ორი თამაში დასრულდა საყაიმო ანგარიშით, თანაც ერთნაირად - 0:0. „ტორინო“ „ლაციოს“ და „უდინეზე“ „სალერნიტანას“ დაუზავდა.

მეორე ტური კვირას და ორშაბათს გაგრძელდება. ყველაზე დიდ ინტერესს „ატალანტა“ – „მილანის“ მატჩი იწვევს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მონცას“ უმასპინძლებს, ხოლო „იუვენტუსი“ გენუაში „სამპდორიას“ ორშაბათს ესტუმრება და შეხვედრით დასრულდება.

„ინტერი“ – „სპეცია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მარტინესი (35), 2:0 ჩალჰანოღლუ (52), 3:0 კორეა (82)

„სასუოლო“ – „ლეჩე“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბერარდი (40)

„ტორინო“ – „ლაციო“ 0:0 (0:0)

„უდინეზე“ – „სალერნიტანა“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113209
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X