ფეხბურთი

13:00 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ ჟერმენმა" მესის კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადებით მიმართა

"პარი სენ ჟერმეს" ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. მათ არგენტინელი ვარსკვლავის კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნება უნდათ. ინფორმაციას El Chiringuito-ს ჟურნალისტი დარიო მონტერო ავრცელებს.

წყაროს თქმით, ფრანგულმა კლუბმა არგენტინელს წინადადებით უკვე მიმართა და ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა.

თავად ფეხბურთელმმა პარიზელებს დრო მოსთხოვა და უთხრა, რომ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს. მესიმ პსჟ-ში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 41 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა. გეტყვით იმასაც, რომ ახლახან დაწყებულ საფრანგეთის ჩემპიონატში 2 არგენტინელმა გოლის გატანა ორივე შეხვედრაში შეძლო, ჯერ სტუმრად "კლერმონთან" (0:5) და შემდეგ შინ - "მონპელიესთან" (5:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121005