სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

3:02 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკობსი 100 მეტრზე სპრინტში ევროპის ჩემპიონი გახდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუნხენში გამრთულ მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონტზე, იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლამონტ მარსელ ჯეკობსმა, 100 მეტრზე სპრინტში ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. ქალთა შორის იმავე სპრინტში კი ადგილობრივმა ჯინა ლოიკენკემპერმა, 0.005-წამიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

ჯეკობსმა ტრავმის გამო, იუჯინში (აშშ) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარფინალში ვერ იასპარეზა. მაგრამ მიუნხენისთვის ტრავმა მოიშუშა და ფინალში დისტანცია ყველაზე სწრაფად, 9.95 წამში გაირბინა. ევროპის აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ჟარნელ ჰიუზი (9.99) ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს მედალი კი ასევე ბრიტანელმა, ჯერემია აზუმ (10.13) მოიპოვა.

„ტრავმის გამო, ეს ჩემთვის რთული სეზონი იყო. ფეხი ისევ მაწუხებს. ფინლში ჩემი გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ. ტექნიკური თვალსაზრისით, პრობლემები მქონდა. მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვე და ოქროს დავეუფლე. ოლიმპიური ოქროს შემდეგ, უკვე ევროპის ოქროს მედალიც მაქვს. ახლა კი ესტაფეტაზე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ იტალიის გუნდი თავს გამოიჩენს“, - განაცხადა ჯეკობსმა.

ქალთა სპრინტში თავიდან შვეიცარიელი მუჯინგა კამბუნჯი დაწინაურდა და თითქოს, გამრჯვებაც მისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს მას ლოიკენკემპერმა და ბრიტანელმა დერილ ნიეტამ გაასწრეს. გერმანელს, ვინც წინა ჩემპიონატზე ვერცხლს დაეუფლა და კამბუნჯის საბოლოოდ ერთნაირი დრო დაეწერათ - 10.99 წამი. ფოტოფინიშზე კი გამოჩნდა, რომ ლოიკენკემპერს წამის მეათასედებით უკეთესი დრო ჰქონდა.

ნიეტა 11.00 წამით მესამე ადგილს დასჯერდა. არადა, იმ დროით, რაც ნახევარფინალში ჰქონდა, ჩემპიონი გახდებოდა. მან ცუდი სტარტი აიღო და დანაკარგის ანაზღაურება ვერ შეძლო. ფინლში გარბენ ვერ დაასრულა ბრიტანელმა ფავორიტმა დინა ეშერ-სმიტმა, ვისაც კუნთი დაეჭიმა.

ნორვეგიელმა იაკობ ინგებრიგსტენმა ოქრო 5 000 მეტრზე სირბილში მოიპოვა. მან ფეხს ფინიშამდე სამი წრით აუჩქარა, ბოლო 200 მეტრზე კი თავისი ერთადერთი კონკურენტი, ესპანელი მოჰამედ კატირი ჩამოიტოვა და ფინიში პირველმა გადაკვეთა.

ათჭიდში ჩემპიონი გერმანელი ნიკლას კაული (მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი) გახდა, რომელმაც 50 000 მაყურებლის ოვაციების აკომპანიმენტით, ოთხ წუთსა და 10.04 წამში გაირბინა 1 500 მეტრი, რაც ბოლო სახეობა იყო. პირველი ცხრა სახეობის შემდეგ, ლიდერი შვეიცარიელი სიმონ ეჰამერი იყო, მაგრამ მან სირბილში კაულთან 38 წამი წააგო და საბოლოოდ, ვერცხლს დასჯერდა. ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი, ფრანგი კევინ მაიერი, ვინც 100 მეტრზე სპრინტის დროს ტრავმა მიიღო.

მამაკაცთა შორის სიგრძეზე ხტომაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ბერძენმა მილტიადის ტენტოგლუმ, ვინც 8.52 მეტრზე გადახტა, რაც ევროპის რეკორდია.

ბრიტანელმა ჯეკობ ფინჩემ-დიუკსმა 8.06 მეტრზე გადახტომა შეძლო და მეორე ადგილი დაიკავა. მაგრამ მოგვიანებით, ფრანგებმა ეს შედეგი გაუპროტესტეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ფინჩემ-დიუკსმა ლიმიტი დაარღვია. ასე იმის გამო მოხდა, რომ პლასტიკური იდენტიფიკატორის ნაცვლად (ძველი მეთოდი), ახლა უკვე ნახტომის შემოწმება ლაზერის გამოყენებით ხდება. ლაზერმა დარღვევა არ დააფიქსირა. მაგრამ პროტესტის შემდეგ, მსაჯებმა ჩანაწერი შეამოწმეს და ნახტომი გააუქმეს.

ფინჩემ-დიუკსმა მეხუთეზე გადაინცვლა, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები კი შესაბამისად, შვედმა ტობიას მონტლერმა და ფრანგმა ჟულს პომერიმ მოიპოვეს. ორივეს ნახტომი 8.06 მეტრზე დაფიქსირდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115989
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X