ფეხბურთი

11:05 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კასანო კვარაცხელიაზე: "ეს ბიჭი გენიალურია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ სადებიუტო მატჩზე კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. კასანოზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გოლის ეპიზოდმა მოახდინა და თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი გოლი არ იყო.

„სპალეტი გენიოსია. მან დაკარგა კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, ოსპინა, ფაბიან რუისი, რომელსაც თამაში აღარ უნდა და მერეტი, რომელზეც კითხვის ნიშნებია. არ მესმის სპალეტის გუნდი ასე კარგად როგორ თამაშობს. წელს „ნაპოლი“ არის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტრიგებს.

კვარაცხელიას და ინსინიეს შორის განსხვავება აშკარაა. ქართველი შეტევაში პრაქტიკულად მეორე თავდამსხმელია. „ვერონასთან“ გატანილი გოლი აჩვენებს, რომ ეს ბიჭი გენიალურია“, - თქვა კასანომ Bobo TV-ს ტვიჩში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში „მონცას“ 21 აგვისტოს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111361