ფეხბურთი

17:25 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" არტურის ტრანსფერს უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურ მელო ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა. Tuttosport-ის ცნობით, „ვალენსია“ ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს.

მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და გარიგების წარმატებით დახურვასთან საკმაოდ ახლოს არიან. არტური „ვალენსიაში“ იჯარით გადავა და ესპანელებს სურთ, რომ ხელფასის ნაწილი იტალიელებმა გადაიხადონ. ამჟამად სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

არტური „იუვენტუსს“ 2020 წელს შეუერთდა და ბრაზილიელმა მას შემდეგ 25 წლის ბრაზილიელმა 63 მატჩში 1 გოლი გაიტანა. სამხრეთამერიკელი მანამდე „ბარსელონაში“ ორი სეზონი თამაშობდა, ხოლო მისი კარიერის პირველი კლუბი „გრემიო“ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127531