ფეხბურთი

10:44 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ტიმო ვერნერს შეელევა - ფორვარდის დამატებით ორი კლუბი დაინტერესდა

ტიმო ვერნერი „ჩელსის“ დატოვებას გეგმავს. მიზეზი არასაკმარისი სატამასო დროა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს, რომლის თქმითაჩ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა შეელიოს ფეხბურთელს და სხვა კლუბში იჯარით გაანათხოვროს.

წყაროს ცნობით, 26 წლის გერმანელი ფორვარდისთვის ორი კლუბი - „იუვენტუსი“ და „ლაიფციგი“ იბრძოლებენ. გარიგებაში იქნება გამოსყიდვის ვარიანტი. ტურინულმა კლუბმა „ჩელსისთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ვერნერმა გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103812